четверг, 16 июня 2016 г.

კურსის რეფლექსია

22 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით გავიარეთ ინტელის ,განმანათლებლო კურსი ,,პროექტით სწავლება."
პროექტის მსვლელობისას უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ. პირველ რიგში შევიმუშავეთ გეგმა, შევარჩიეთ მიზნები და ამოცანები 21-ე საუკუნის უნარებიდან გამომდინარე ე.ს.გ. სტანდარტებთან სესაბამისად. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა, აქტივობების დაგეგმვა,შეფასების რუბრიკები, პოსტერია,გაზეთისა და ბუკლეტის შექმნა.
პროექტი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.შევქმენი ჩემი პორტფოლიო.

среда, 15 июня 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია

ამ მოდულში განვიხილეთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეთა ორიენტირებული სწავლების პროცესში,  ვისწავლეთ ჯგუფის შექმნა.

воскресенье, 12 июня 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

 ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბლიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების ,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის  სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა, რასაც გამოვიყენებთ პროექტის შემაჯამებელი შეფასებისათვის. 

суббота, 11 июня 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ვისწავლეთ მისი შექმნა. ვიმუშავეთ საპრეზენტაციო ფაილის დიზაინზე.მოვახდინეთ ფაილების ინტეგრირება.გავიხსენეთ სლაიდებზე მუშაობა. ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა.მადლობა ნათიას ჩვენთან გულმოდგინე და დაუზარელი მუშაობისათვის.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დატვირთული იყო, მაგრამ ბევრის მომცემი.განვიხილეთ  დროში გაწელილი შეფასების გეგმა,განვიხილეთ პროექტზე მუშაობის ეტაპები.შევავსეთ სასწავლო პროექტის საჭირო მასალები.უღრმესი მადლობა ნათიას ჩვენთან გულმოდგინე მუშაობისათვის.

суббота, 28 мая 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

განვსაზღვრეთ  პროექტის  ამოცანები. განვიხილეთ  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. ჩავწერეთ პროექტის გეგმაი ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღევანდელი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

четверг, 26 мая 2016 г.

1-2 დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ინტელის პროექტით სწავლება, ბუკლეტების დამზადება, ბროშურების  შექმნა,თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.